ეკატერინე მიქაბაძე - მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას ქალთა მეწარმეობის წახალისება წარმოადგენს

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას ქალთა მეწარმეობის წახალისება წარმოადგენს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ პროექტის „ბიზნესის ხელშეწყობის ჩართულობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა არასაკმარისი ჩართულობა სამეწარმეო საქმიანობაში.

„მეწარმე ქალების წილი მამაკაცების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ ნაკლებია. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების არასაკმარისი ჩართულობით გამოწვეული ეკონომიკური შემოსავლის დანაკარგი 11 პროცენტს შეადგენს“, - აღნიშნა მიქაბაძემ.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თავის მისალმებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობა და განსაკუთრებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ფინანსური თუ არაფინანსური ინსტრუმენტებით აქტიურად უწყობს ხელს კერძო სექტორს კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, ეხმარება მათ ბიზნეს და სამეწარმეო უნარიანობის განვითარებასა და ფინანსური განათლების გაუმჯობესებაში.

ეკატერინე მიქაბაძის თქმით, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ერთ-ერთ მიზანს ქალი მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მიქაბაძემ აღინიშნა, რომ 2015 – 2018 წლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 9380 ბენეფიციარი დაფინანსდა, რომელთა 40,3 პროცენტი ქალია. გარდა ამისა, ექსპორტიორი კომპანიების ტოპ-მენეჯმენტში წარმოდგენილთა 30 პროცენტი ასევე ქალია. აღნიშნული ბიზნეს - მიმართულებებია სურსათის წარმოება, საფეიქრო მრეწველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავეჯი, სათამაშოების წარმოება, ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება, არქიტექტურა და დიზაინი.

პრეზენტაციაზე ასევე მოხსენებები გააკეთეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ, პარლამენტარმა ნინო წილოსანმა და სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძემ. აღნიშნულ პროექტს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს