ირმა ინაშვილი - თავის დროზე, სააკაშვილმა და ბოკერიამ ეკლესიაში აგენტურა ჩანერგა, პეტრე-პაატა ცაავა სწორედ ასეთი აგენტია

თავის დროზე, სააკაშვილმა და ბოკერიამ ეკლესიაში აგენტურა ჩანერგა. პეტრე-პაატა ცაავა სწორედ ასეთი აგენტია, - ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის “ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რითაც საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ქართული ეკლესიისა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიმართ “ბრძოლა და შავი პიარკამპანია “ მიმდინარეობს.

„ეს ბრძოლა დღეს არ დაწყებულა, ეს კამპანია პატრიარქის, სინოდის წინააღმდეგ ჯერ კიდევ "ვარდების რევოლუციის" პერიოდში დაიწყო. ამ პიარკამპანიის ფლაგმანი "თავისუფლების ინსტიტუტი", ლევან რამიშვილი, ბასილ კობახიძე, ნოდარ ლადარია, ლაშა ბუღაძე, გიგა ბოკერია, კინწურაშვილი და სხვები იყვნენ, მაგრამ მაშინ, საქართველოს პირველ არხზე ამ გეგმის მხილება მოხდა და გეგმა კულისებში გადავიდა. როგორც ჩანს, ხელი არავის აუღია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის ამ კამპანიის განხორციელებაზე. სხვადასხვა ფრაგმენტები ვნახეთ - მეუფე იაკობის განცხადებები, დეკანოზ მამალაძის წერილი, რომელიც ვერავინ გაიგო, სად არის და რა წერია, ასევე მისი ძმის განცხადებები, რომ რაღაც საშინელებას წავიკითხავთ. ეს ეპიზოდური განცხადებები და ფრაგმანტები არის ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გეგმის ნაწილი, ვიღაც გამოყენებულია ამ გეგმაში, ვიღაცას - გამოიყენებენ. თავის დროზე, სააკაშვილმა და ბოკერიამ ეკლესიაში აგენტურა ჩანერგა. პეტრე-პაატა ცაავა სწორედ ასეთი აგენტია. ჩანერგეს, რათა შიგნიდან პროცესი მაშინ აეფეთქებინა, როდესაც საჭირო იქნებოდა. სინოდმა ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება გამოიტანა. თქვეს, რომ დეკანოზ მამალაძის წერილის არავის ეშინია, არაერთხელ მოუწოდეს, წერილი გამოექვეყნებინა, თუმცა მისი ძმა საუბრობდა სხვადასხვა თემებზე, რაც თურმე, იმ წერილშია. ეს არის ბინძური ცილისწამება საქართველოს პატრიარქის წინააღმდეგ. თავის დროზე, სააკაშვილ-ბოკერია პეტრე ცაავას, აგენტურას ეკლესიაში სპეცსამსახურების საშუალებით ნერგავდა, რათა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა გაღვივებულიყო ეკლესიის ფარგლებიდან. ასეთივე აგენტია დეკანოზი ჭიღლაძე, რომელიც აცდენილია დეკანოზის სტანდარტებს. კიდევ სხვებიც არიან, ვისგანაც ეკლესია აუცილებლად გაიწმინდება”,-განაცხადა ინაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო