გედევან ფოფხაძე - ხელისუფლებას უნდა არა მოკავშირე, არამედ მორჩილი და მართვადი ეკლესია, რომელსაც თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენებს

ხელისუფლებას უნდა არა მოკავშირე, არამედ მორჩილი და მართვადი ეკლესია, რომელსაც თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენებს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. ფოფხაძის აზრით, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას საზოგადოების თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება.

„ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას საზოგადოების თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება. მრევლი უნდა იყოს მობილიზებული, უნდა მოახდინოს დემონსტრაცია, რომ ქართულ ეკლესიას ზიანს ვერავინ მიაყენებს - ვერც პოლიტიკოსები და ვერც ის ადამიანები, ვისთვისაც ძლიერი ეკლესია პრობლემას წარმოადგენს, მათი პერსონალური ინტერესებიდან გამომდინარე. ძლიერი ქართული ეკლესია არის ძლიერი ქართული სახელმწიფო. ვისაც არ სურს ძლიერი ქართული სახელმწიფო, ყველას აქვს ინტერესი, დაასუსტოს ის. ძლიერი ქართული სახელმწიფო შეიძლება ქვეყნის გარეთაც არ სურდეს ვიღაცას, რუსეთს ვგულისხმობ და საქართველოს შიგნითაც. ეს შეიძლება იყოს სახელისუფლებო წრეებიც.

ხელისუფლებას უნდა არა მოკავშირე მართლმადიდებლური ეკლესია, არამედ მორჩილი და მართვადი ეკლესია, რომელსაც თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენებს. ეკლესიას გაცილებით უფრო დიდი სულიერი და ისტორიული მისია აქვს, ვიდრე როლი, ემსახუროს რომელიმე ხელისუფლებას. არა აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს სააკაშვილი თუ ივანიშვილი,” - განაცხადა ფოფხაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა