აკაკი ზოიძემ ბექა ნაცვლიშვილს „ტროცკისტი“ უწოდა, ნაცვლიშვილმა ზოიძე „დემაგოგიასა და ხალხის მოტყუებაში“ დაადანაშაულა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დამოუკიდებელ დეპუტატს ბექა ნაცვლიშვილს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ „ტროცკისტი“ უწოდა. დეპუტატებს შორის კამათი ნაცვლიშვილის მიერ ინიცირებულ „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვას მოჰყვა.

როგორც ზოიძემ აღნიშნა, ჯანდაცვის კომიტეტმა, როგორც წამყვანმა კომიტეტმა, აღნიშნულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, რასაც ბექა ნაცვლიშვილის გაღიზიანება მოჰყვა.

„არის მთელი რიგი არგუმენტირებული მოსაზრებები, რომელმაც არ მოგვცა საშუალება კომიტეტის წევრებს, რომ მხარი დაგვეჭირა კანონპროექტისთვის. მიგვაჩნია, რომ ამ თემის განხილვა უნდა გაგრძელდეს, მათ შორის იმ ცვლილებებთან მიმართებაში, რომელსაც უმრავლესობა ამზადებს „შრომის კოდექსში“. ამ ქვეყანაში გვიწევს ბეწვის ხიდზე გასვლა, რომ ერთი მხრივ, არ შევაფერხოთ ეკონომიკური განვითარება და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა და მეორე მხრივ, არ დავუშვათ ექსპლუატაცია და მონური შრომა. ეს არის ჩვენი მიდგომა, რაც ეხება შრომის უსაფრთხოებას თუ შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს. ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდება და ამის განხილვას დავიწყებთ,“ - განაცხადა ზოიძემ.

თავის მხრივ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა მას უპასუხა, რომ უმრავლესობა კარგ კანონპროექტს განზრახ არ უჭერს მხარს, თუკი მისი ინიცირება უმრავლესობის არაწევრი დეპუტატის მიერ ხდება.

„ეგ არის დემაგოგია, რაც თქვენ ილაპარაკეთ. მე რომ მეუბნებით, ჩვენ დიდი ხანია ამ თემაზე ვმუშაობთო, არც ერთი თქვენგანი არ გამიგია, რომ ამ თემაზე მუშაობდა მაშინ, როცა მშრომელთა უფლებებს ვიცავდი და ქუჩაში ვიდექი. რას მუშაობთ, ამდენი ხანი რა გააკეთეთ მითხარით. ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინე ვერც ერთ კომიტეტზე, მხარს რატომ არ დაუჭერთ. იცით რატომ არ დაუჭერთ მხარს? კარგი კანონი რაც არის და სხვას შემოაქვს, თქვენ ამას აგდებთ და რაღაც სისულელეებს წერთ შიგნით იმიტომ, რომ ბიზნესს ვერ უწევთ წინააღმდეგობას. ეს არის თქვენი პრობლემა. ამიტომ ვერ გაუმჯობესდა ვერც ერთი დასაქმებულის მდგომარეობა საქართველოში,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

აკაკი ზოიძემ მას უპასუხა, რომ სისულელეებს თავად წერს და ტროცკისტი უწოდა.

„ტროცკისტი მე ვარ? შენ რომელი იდეოლოგიის წარმომადგენელი ხარ ბატონო აკაკი? შუაშისტი ხარ? არგუმენტი მაინც გქონდეთ რამე. ეგ არის პრობლემა, ვითომ რაღაცა შუალედურ გზას პოულობთ და კომპრომისზე მიდიხართ ყველაფერზე და ხალხს ატყუებთ, ვითომ რაღაც ცვლილებები შეგაქვთ,“ - უპასუხა ბექა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა