მარია ზახაროვა - გრიგორი კარასინი  რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში კვლავ მიიღებს მონაწილეობას

გრიგორი კარასინი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, სექტემბრიდან კი სენატორია, კვლავაც გააგრძელებს მონაწილეობას რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან მოლაპარაკებებში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რუსეთის ხელისუფლების დავალებით, ბატონი კარასინი ამ ფორმატში მუშაობას განაგრძობს. მომდევნო, რიგით 23-ე შეხვედრა პრაღაში, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს გაიმართება“ - განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, კარასინი-აბაშიძის ფორმატი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საქმეში.

„ჩვენ არ გვაქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ გვაქვს ჰუმანიტარული, ტექნიკური კონტაქტები. ადამიანები სულ უფრო მეტად დადიან ერთმანეთთან“, - აღნიშნა ზახაროვამ.

აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრა პრაღაში 13 ივნისს შედგა.

სააგენტო „ტასს“-თან საუბარში ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გრიგორი კარასინს ნოემბრის ბოლოს შეხვდება და ორ ქვეყანას შორის შეწყვეტილ ავიამიმოსვლის საკითხზე ისაუბრებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა