„ნაციონალური მოძრაობა“ მაღალი თანამდებობის პირების მიერ პატრიარქის წინააღმდეგ შესაძლო ანტიკონსტიტუციური შეთქმულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მაღალი თანამდებობის პირების მიერ პატრიარქის წინააღმდეგ შესაძლო ანტიკონსტიტუციური შეთქმულების და სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ, სამოციქულო ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხების დარღვევის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ისაუბრა.

როგორც სამადაშვილმა განაცხადა, „ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ სახელწიფოს მიტაცება აღარ არის მისთვის საკმარისი და ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევა და ძალადობრივი გზით პატრიარქის გადაყენება გადაწყვიტა“.

„სწორედ მისმა მანიპულირებამ, პროვოცირებამ და გარკვეულ მეუფეებთან არაჯანსაღმა ურთიერთობებმა მიიყვანა ეკლესია ამ მდგომარეობამდე, რასაც დღეს ვხედავთ. როგორც ყოველთვის, ივანიშვილს ჰგონია, რომ შეუძლია მოატყუოს საზოგადოება. დღეს ვხედავთ რომ ის თავხედურად და უტიფრად, ერთი ხელით ანგრევს საქართველოს ეკლესიას და მეორე ხელით თითს იშვერს პოლიტიკური მოწინააღმდეგებისკენ.

გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეუფე იაკობის განცხადება, რომ ქვეყნის ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრები, გიორგი გახარია და სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური გეგმავდნენ პატრიარქის იძულებითი წესით გადაყენებას. წმინდა სინოდმა იმსჯელა რა ამ განცხადებაზე, ეჭვის ქვეშ არ დაუყენებია განცხადების შინაარსი. არც მეუფე იაკობს უარყვია მისი ადრინდელი განცხადება.

ნაცლად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურას მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაეწყო გამოძიება (შეგახსენებთ რომ საქართველოს კანონმდებლობით სამართალდამცავი ორგანოები მედიაში შესაძლო დანაშაულის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ვალდებული არიან დაიწყო გამოიძიება ), მათ მყისიერად უარი თქვეს საქმის შესწავლაზე, რამაც დაადასტურა საზოგადოებაში არსებული ეჭვები ამ ფაქტის რეალურობის შესახებ. განაცხადა რა, რომ გახარიამ და გომელაურმა უარყვეს შეხვედის ფაქტი. რაც არის ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს დაცინვა“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, „ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, როგორც ცხადია, აქტიურად მონაწილეობენ ეკლესიის შიდა საქმეების მართვაში, მათ შორის ეკლესიის მეთაურის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის შესაძლო შემცვლელის მათთვის სასურველი კანდიდატურის შერჩევის მცდლობის ჩათვლით.

“გვსურს შეგახსენოთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია, მისი მე-8 მუხლი და საკონსტიტუციო შეთანხმება, ორივე განსაზღვრავს ძალიან მკაცრ პრინციპს, სახელმწიფოს ეკლესიის საქმეეში ჩაურევლობის შესახებ. სწორედ ამიტომ, ჩვენ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ვითხოვთ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, მაღალი თანამდებობის პირების მიერ პატრიარქის წინააღმდეგ შესაძლო ანტიკონსტიტუციური შეთქმულების და სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ, სამოციქულო ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დარღვევების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის: საქართველოს არაფორმალური მმართველის ივანიშვილის მხრიდან პატრიარქის გადაყენების მცდელობის ფაქტს; სხვადასხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, სხვა თანამდებობის პირების და სასულიერო პირების როლს ამ პროცესში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივეთქმით, აუცილებელია ამ ფაქტის სათანადო გამოძიება და საზოგადოებისთვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება, რათა აღიკვეთოს მომავალში მსგავსი ფაქტების განმეორება და დაცული იყოს სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის პრინციპი.

„რა თქმა უნდა, ოპოზიციას არ ეყოფა საკუთარი ხმები კომისიის შესაქმნელად, თუმცა საინტერესოა, მოიძებნება თუ არა, 50 პარლამენტის წევრი, რომელსაც სურს დაადგინოს, იგეგმებოდა თუ არა საქართველოს პატრიარქის გადაყენების მცდელობა, კონსტიტუციური მართლწესრიგის დარღვევის გზით“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო