ზაზა გაბუნია სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია სტუდენტური პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კომიტეტის თავმჯდომარე სტუდენტებს სახელმწიფოს განვითარებაში საზოგადოების როლზე ესაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის წინსვლისთვის თითოეული ადამიანის როლი უმნიშვნელოვანესია და სწორედ ამიტომ სტუდენტებს პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვისკენ მოუწოდა და ყურადღება განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მათივე ინფორმაციით, ზაზა გაბუნიამ ახალგაზრდებს კომიტეტის ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო, ისაუბრა საქართველოს რეგიონული და თვითმმართველობის პოლიტიკის მიღწევებზე, იმ თემებზე, რომლებზეც კომიტეტი აქტიურად მუშაობს, ამასთან, განიხილა ამ მხრივ არსებული გამოწვევებიც.

შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო მმართველობის დეცენტრალიზაციაზე და კონსტიტუციურ ცვლილებებზე საუბარს. კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია პარლამენტის ახალი რეგლამენტით განსაზღვრულ საპარლამენტო ზედამხედველობის ისეთ ინსტრუმენტებზე, როგორიცაა მინისტრის საათი, ინტერპელაცია, თემატური მოკვლევის ჯგუფები და ა.შ.

ზაზა გაბუნიამ ახალგაზრდებს კომიტეტის ფარგლებში, მისი ინიციატივით უსახლკარო მოქალაქეების საკითხზე შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის მიზნები გააცნო.

„ეს არის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეთა სიცოცხლის უფლებასთან, მათი ჯანმრთელობის უფლებასთან და ამ საკითხს უკავშირდება მთელი რიგი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხებისა, ამიტომ საჭიროა შემუშავდეს ეროვნული სტრატეგია ამ პრობლემასთან ბრძოლისთვის, განისაზღვროს შესაბამისი სამოქმედო გეგმა, გამოიკვეთოს სტრატეგიაში როგორც ცენტრალური, ისე მუნიციპალური ხელისუფლების როლი.’’- აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს საკონსტიტუციო ცვლილებები განუმარტა და საარჩევნო სისტემების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მეორე ნაწილი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდები დაინტერესდნენ ისეთი საკითხებით, როგორიცაა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა წინაშე არსებული სოციალური გამოწვევები, კონკრეტულ რეგიონებში არსებული წყალმომარაგების პრობლემები და ა.შ.

შეხვედრის დასასრულს ზაზა გაბუნიამ სტუდენტურ პარლამენტთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილა და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.​

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა