კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საგრძნობლად იკლო „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერთა რიცხვმა

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საგრძნობლად იკლო „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერთა რიცხვმა“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა ირაკლი ჩიმაკაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ტერორიზმის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს. ჩიმაკაძის განცხადებით, ანგარიშში, ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გამოვლინდა და ლიკვიდირებულია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ აქტიური წევრი ახმედ ჩატაევი.

„სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან დაკავშირებული ინციდენტების რეაგირების კუთხით, შესწევს უნარი მოახდინოს აღნიშნული დანაშაულების დროული გამოვლენა და აღკვეთა. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ გლობალური კოალიციის შექმნისთანავე, საქართველო შეუერთდა აღნიშნულ კოალიციას, მისი აქტიური წევრი გახდა და აშშ-სთან ერთად ტერორიზმთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებზე ვმუშაობთ.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს სუს-ის მიერ ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად გამოვლინდა და ლიკვიდირებულ იქნა ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ აქტიური წევრი ახმედ ჩატაევი. თბილისსა და პანკისში გატარებული ღონისძიებების შედეგად, ასევე დაკავებულია 8 პირი, რომლებიც უშუალოდ იყვნენ დაკავშირებული აღნიშნულ დაჯგუფებასთან. ყველა პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა.

ანგარიშში, ასევე, ნათქვამია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საგრძნობლად იკლო „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერთა რიცხვმა,“ - განაცხადა ჩიმაკაძემ.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში წამყვან უწყებად დასახელდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს