2 ნოემბერს, რუსეთის ქალაქ იჟევსკში მიმდინარე ძიუდოში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე მარიამ ჭანტურია (70 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.
მარიამ ჭანტურიამ ერთმანეთის მიყოლებით მაია გოშენი (ისრაელი), ჟანა ასიპოვიჩი (ბელარუსი), ანდელა ვიოლიჩი (ხორვატია) და ჰილდე იაგერი (ჰოლანდია) დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ ნოემბერს ტურნირზე ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი და თემურ ნოზაძე კი 60 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.