პრეზიდენტი  დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე - შეწყალება სენსიტიური საკითხია, საზოგადოებაში არის ვნებათაღელვა -  ძალიან გავუფრთხილდები ჩემს გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით

შეწყალება არის სენსიტიური საკითხი, საზოგადოებაში არის ვნებათაღელვა. ძალიან გავუფრთხილდები ჩემს გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით,- ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც შეწყალებასთან დაკავშირებით წესებზე მუშაობა დასრულდება, მან უნდა შეისწავლოს ყველა შემოსული საქმე.

„ისედაც ჯერ წესები არ არის ჩამოყალიბებული. ამაზე ვმუშაობთ. როგორც კი იქნება მზად ახალი ბრძანება, გაგაცნობთ და მერე დავფიქრდები. დავფიქრდები, რომ რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ყველასთვის გასაგები იყოს. დღევანდელ საზოგადოებას არ სჭირდება კიდევ ერთი შფოთის მიზეზი და ამიტომ დავფიქრდები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა