დონალდ ტრამპი ვლადიმერ ზელენსკის თეთრ სახლში შესახვედრად ეპატიჟება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის თეთრ სახლში შესახვედრად ეპატიჟება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.

„მე მსურს ვლადიმერ ზელენსკი აშშ-ში შესახვედრად მოვიწვიო. მოხარული ვიქნები, თუ ის ჩემს მოწვევას დათანხმდება. ვლადიემრ ზელენსკი კარგი ადამიანია. ვფიქრობ, ის უახლოს მომავალში ჩამოვა აშშ-ში“, -აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენენთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში აშშ-ში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს. ტრამპის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ის ზელენსკის ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უკრაინას სამხედრო დახმარების შეწყვეტით ემუქრებოდა. ამის შემდეგ "დემოკრატებმა" პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის საჭირო ფორმალური პროცედურა დაიწყეს.

კორნელი კაკაჩია - აშშ-ში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტი საკმაოდ დაგვიანებულია, ამიტომ, არა მგონია, რომ ამ ვიზიტმა რამე შეცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2020
მამუკა გონგაძე - ენგურის ხიდთან არ უნდა იყოს აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშა
„ინვესტ ჯგუფი“ ანანოვების სასახლის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
"თიბისიმ" მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული მობაილბანკი განაახლა