ოკუპირებულ ახალგორში ჭაში  60 წლამდე ასაკის ქალი ჩავარდა - მისი ახლობლები დაშავებულის თბილისში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები პაციენტის ცხინვალში  გადაყვანას გეგმავენ

ცოტა ხნის წინ, ოკუპირებულ ახალგორში შვიდი მეტრის სიღრმის ჭაში 60 წლამდე ასაკის ქალი ჩავარდა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. მისი ახლობლები დაშავებულის თბილისში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები პაციენტის ცხინვალის საავადმყოფოში გადაყვანას გეგმავენ.

აღნიშნული ფაქტი „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა. ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი გადმოყვანა საქართველოს ცენტრალური ხელისუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

„რამდენიმე მეტრიანი სიღრმის ჭაში ჩავარდნის შედეგად დაშავდა ოკუპირებულ დაბაში მცხოვრები, ღვაწლმოსილი პედაგოგი თამარ გიგაური. მე ტელეფონით ვესაუბრე მისი ოჯახის წევრებს. მაქვს ინფორმაცია, რომ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია და მიზანშეწონილი არ არის მისი ცხინვალში გადაყვანა. იმედს ვიტოვებ, რომ დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები გაითვალისწინებენ შექმნილ მდგომარეობას და გიგაურის ახლობლებს საშუალებას მისცემენ, რომ სამედიცინო სერვისი მიიღოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“,-განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა