„ამომრჩეველთა კავშირმა“ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქცია გამართა

სამეურვეო საბჭო აირჩიოს ხალხმა და არა პარტიებმა! - ამ ლოზუნგით სახალხო მოძრაობა "ამომრჩეველთა კავშირმა" "საზოგადოებრივ მაუწყებლობასთან" აქცია გამართა.

აქციის ორგანიზატორთა მოთხოვნით, სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში არაპარტიული, რიგითი მოქალაქეებიც უნდა შედიოდნენ.

"ამ ტელევიზიას კანონის მიხედვით განაგებს სამეურვეო საბჭო. ესაა ტელევიზია, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთ, მაგრამ ჩვენი წარმომადგენლობა ამ საბჭოში არ არის, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიის მოთხოვნებს. ჩვენ გვჭირდება, რომ ამ ტელევიზიაში ჩვენი ხმა ისმოდეს. მოვითხოვთ, საეთერო დროს. გამოიყოს კვირაში მინიმუმ სამი საათი. ამასთან, გადაცემები უნდა გავიდეს პირდაპირ ეთერში",- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გუჯა შვანგირაძემ.

მოძრაობის წევრები ითხოვენ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლობის" გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს და ტელევიზია სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს