ინდოეთის მთავარი მინისტრი - ნიუ-დელიში ჰაერის დაბინძურება იმ დონემდე გაიზარდა, რომ სუნთქვა შეუძლებელია

ნიუ-დელიში ჰაერის დაბინძურება იმ დონემდე გაიზარდა, რომ სუნთქვა შეუძლებელია, - აცხადებს ინდოეთის მთავარი მინისტრი არვინდ კეჯრივალი. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინდოეთში ჰაერის დაბინძურებამ მნიშვნელოვნად მოიმატა.

არსებული საფრთხის გამო, ინდოეთის დედაქალაქში სასწავლო პროცესი შეწყდა და ხელისუფლებამ სკოლის მოსწავლეებს ნიღბები დაურიგა. ამასთან, ცუდი ხილვადობის გამო, გადაიდო 30-ზე მეტი ავირეისი.

მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ნიუ-დელიში მშენებლობები დროებით შეჩერდა. აღსანიშნავია, რომ ინდოეთში ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ფერმერების მიერ ტერიტორიის გაწმენდის მიზნით დიდი ოდენობის ფერდობების გადაწვა გახდა, რასაც დივალის ფესტივალის დროს დიდი ოდენობით ფოიერვერკების გაშვებაც დაემატა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო