გურამიშვილის გამზირზე 19 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული  მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის სოსო ჯავახიშვილი, დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრენიუსს“ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე აცხადებდა, რომ სოსო ჯავახიშვილი მართვით სუნთქვაზე აღარ იყო და სასუნთქი აპარატიდან მოიხსნა. მისი თქმით, დაზიანებიდან 2 კვირის შემდეგ, მისი ზოგადი მდგომარეობის მცირე გაუმჯობესება შეინიშნებოდა, თუმცა პაციენტი მაინც რჩებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში. მას სხეულის 65 პროცენტი ჰქონდა დამწვარი

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, გაზის დაგროვებით გამოწვეული აფეთქების შედეგად სულ 4 ადამიანი დაშავდა. მათ შორის იყო 39 წლის სოსო ჯავახიშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა