თურქეთის ხელისუფლება გერმანიას „ისლამური სახელმწიფოს“ 20 დატყვევებული მებრძოლის რეპატრიირებისკენ მოუწოდებს

თურქეთის ხელისუფლება გერმანიას „ისლამური სახელმწიფოს“ 20 დატყვევებული მებრძოლის რეპატრიირებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ტერორიზმთან ბრძოლაში ჩვენს მოკავშირეებთან სრულყოფილი თანამშრომლობა და აქტიური პარტნიორობა გვჭირდება,“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ფაჰრეთინ ალთუნმა გერმანულ გამოცემა Stuttgarter Nachrichten-თან საუბარში.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ 80-ზე მეტი გერმანელია დაპატიმრებული.

მიმდინარე წლის ივნისში გერმანიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმადაც, ის მოქალაქეები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ტერორისტულ დაჯგუფებებში იბრძოლებენ, მოქალაქეობას დაკარგავენ, თუმცა კანონი მათ არ ეხება, ვინც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები ან ამის გამო დატყვევებულები უკვე არიან.

შეგახსენებთ, თურქეთის შს მინისტრმა სულეიმან სოულუსმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ თურქეთი „ისლამური სახელმწიფოს“ დაკავებულ წევრებს თავიანთ სამშობლოში დააბრუნებს. მან ასევე პრეტენზიები გამოთქვა ევროპული ქვეყნების „უმოქმედობაზე“ ტერორისტებთან ბრძოლის მიმართულებით.

„ეს ჩვენთვის მისაღები არ არის. ეს ძალიან უპასუხისმგებლო საქციელია”, - განაცხადა სოულუმ და დასძინა, რომ ევროპამ, თურქეთი, ამ პრობლემის წინაშე მარტო დატოვა. „თურქეთი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების სასტუმრო არ არის,“ - დასძინა შს მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა