ერაყში დემონსტრანტები ირანის საკონსულოს თავს დაესხნენ

ერაყში, ქალაქ კარბალაში ათობით დემონსტრანტი ირანის საკონსულოს თავს დაესხა. მათ ირანის დროშა ჩამოაგდეს და ერაყის დროშით შეცვალეს.

უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეების გასაფრთხილებლად ცეცხლი გახსნეს, რომელთაც საპასუხოდ, შენობას ქვები და ცეცხლმოკიდებული ბორბლები ესროლეს.

დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. როგორც „ასოშიეითიდ პრესს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა, მთავრობა გეგმავს, ქალაქში სამთავრობო ძალები გადაისროლოს.

ცნობისთვის, მსოფლიო მედიაში ბოლო დროს, არაერთხელ გავრცელდა ცნობები, რომ ერაყის მთავრობას ირანი მფარველობს.

შეგახსენებთ, ერაყში თვეზე მეტია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური აქციები იმართება. პირველი ოქტომბრიდან დღემდე, სამთავრობო ძალებთან შეტაკებების დროს, 250 ადამიანზე მეტი დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო: ერაყში ათობით დემონსტრანტი ირანის საკონსულოს თავს დაესხა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა