სომხური მედიის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილებისთვის ლარსი დაკეტილია

სომხეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატვირთო ავტომობილებისთვის მოძრაობა აკრძალულია. მათივე ცნობით, გადაადგილება თავისუფალია მსუბუქი ავტომობილებისთვის და ავტობუსებისთვის.

სომხური მედიის ცნობით, რუსეთის მხარეს დაახლოებით 250 მანქანაა გაჩერებული.

თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს. „საქართველოს მხარეს შეზღუდვა არაა. საბაჟო გამართულია და შეუფერხებლად მუშაობს,“ - აცხადებენ უწყებაში.

იხილეთ ვიდეო: სომხური მედიის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილებისთვის ლარსი დაკეტილია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა