ნინო ქადაგიძე - დღესაც ვერ ვიტყვით, არის სასამართლო აბსოლუტურად თავისუფალი?!

დღესაც ვერ ვიტყვით, არის სასამართლო აბსოლუტურად თავისუფალი?! მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიტყვით, რომ მოსამართლე და სასამართლო არის თავისუფალი, თუ მინიმუმ ორჯერ მაინც შეიცვლება ხელისუფლების ორი შტო და მესამე, რომელიც არის სასამართლო, დარჩება თავის ადგილზე მყარად. ამ შემთხვევაში შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქვეყანაში სასამართლო შედგა, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ნინო ქადაგიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 2006 წელს „ნულოვანი ტოლერანტობის“ პრინციპს ძალიან უსამართლო სისხლის სამართლის კოდექსი დახვდა.

„მდუმარე მოსამართლე აბსოლუტურად სწორ გადაწყვეტიულებას ვერ მიიღებს. დღესაც არ მომწონს სისხლის სამართლის პროცესში ბევრი რამ. ვფიქრობ, რომ სასამართლოს განვითარებას ვერ დაეწია პროკურატურის განვითარებაც, ანუ რეფორმა იმ პერიოდში პროკურატურაში არ ჩატარდა. საპროცესო შეთანხმებები, რომლებიც უამრავი რაოდენობით მოდიოდა სასამართლოში, მოსამართლეს შეთანხმების ეტაპზე არ რჩებოდა არაფერი, გარდა იმისა, რომ დაედასტურებინა. ამიტომ, როცა პოლიტიკა არის ნულოვანი ტორენატობა და ამას ემთხვევა ის კანონმდებლობა, რომელიც, ჩემი აზრით არის უსამართლო, მხოლოდ მოსამართლეებს ვერ დავაბრალებთ იმას, რომ გადაწყვეტილებები იყო ისეთი, როგორიც იყო. იმედს ვიტოვებ, რომ ეს პარლამენტი მაინც შეძლებს იმ ხარვეზების აღმოფხვრას სისხლის სამართალში, რომელიც რჩება და ხელს უშლის მოსამართლეს,“ - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა