ნინო ქადაგიძე დეპუტატებს - ჩემი ღირსების საკითხი დადგა და ამიტომ ვარ თქვენს წინაშე

ჩემი იდეაფიქსი ნამდვილად არ არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა, თუმცა, ამით ამ პროცესს არ ვაკნინებ, პირიქით. აქ უბრალოდ ჩემი ღირსების საკითხი დადგა და ამიტომ ვარ თქვენს წინაშე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ნინო ქადაგიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მისი კანდიდატურა 10-კაციან სიაში რომ არ ყოფილიყო წარდგენილი, შესაძლოა, მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი დღეს არ ჰქონოდა.

„აქ უბრალოდ ჩემი ღირსების საკითხი დადგა და ამიტომ ვდგავარ თქვენს წინაშე. რომ არ ვყოფილიყავი წარდგენილი გარწმუნებთ, რომ შეიძლება დღეს აქ არ ვმჯდარიყავი. სწორედ იმიტომ, რომ ამ 10- კაციან სიას მოყვა ასეთი ხმაური, ამიტომ ვდგავარ თქვენს წინაშე და ვცდილობ დავადასტურო, რომ ვარ ღირსი ვიჯდე აქ. ჩემთვის მოსამართლის საქმიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე წავედი სისტემიდან ცოტა ხნით და მივხვდი, რომ მჭირდებოდა და ამიტომ დავბრუნდი“, - განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატმა.

ნინო ქადაგიძის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია იყოს მოსამართლე, თუმცა ინსტანციას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

„აპელაციაში განვახორციელებ ჩემს უფლებამოსილებას თუ უზენაეს სასამართლოში, ბუნებრივია, უფრო მაღალია სტანდარტი, თავს მოვიტყუებ, თუ ვიტყვი, რომ არ მინდა. მინდა! მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი. ჩემს ცხოვრებაში არის გადამწყვეტი ის საკითხი, რომ ვიყო მოსამართლე და ვაკეთო ის საქმე, რომელიც მიყვარს. რომელ ინსტანციაში გავაკეთებ ამ საქმეს, ამას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ქადაგიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს