ანა დოლიძე - იმედია, სალომე ზურაბიშვილი ბოროტი ძალების მხარეს არ დადგება

იმედია, ბოროტი ძალების მხარეს არ დადგება სალომე ზურაბიშვილი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრთლე წევრმა, ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა იუსტიციის საბჭოს მიმართვას პრეზიდენტისადმი, რომ ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს.

როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოს მიმართვის შესახებ, ამაზე არანაირ პროგნოზს არ გააკეთებს. მისივე თქმით, „ეს არის ტესტი სალომე ზურაბიშვილისთვის“.

„მოგეხსენებათ, რომ ეს არის ბრძოლა თავისუფალი სასამართლოსთვის, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ამ ბრძოლას ჰყავს ორი მხარე. ერთი მხრივ, ეს არის „კლანი“ და „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ ბრძოლაშია ჩართული. მეორე მხრივ, არის მთელი ქართული საზოგადოება. იმედია, რომ ამ შემთხვევაში, ბოროტი ძალების მხარეს არ დადგება სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ საბჭოს მიმართვას, რომელიც ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას გულისხმობს, არამოსამართლე წევრი აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მორიგი უკანონობა ჩაიდინა, რადგან საბჭოს ამ მიმართვის გაკეთების არავითარი სამართლებრივი უფლება არ ჰქონდა.

„ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ იმის განხორციელების უფლება აქვს, რაც კანონით აქვს დადგენილი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მოიფიქრებს ვერც ერთ სამართლებრივ საფუძველს, რომლის მიხედვითაც მას ასეთი მიმართვის გაკეთების უფლება აქვს. ზუსტად იგივენაირად, შეიძლება ზესტაფონის მერმა მიმართოს სალომე ზურაბიშვილს, რომ მე გამომიწვიოს საბჭოდან. ასეთ უკანონობას ამკვიდრებენ ესენი. იუსტიციის საბჭოდან ჩემი გაყვანის შესახებ არ არსებობს კონსტიტუციური საფუძველი, იმიტომ, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციაში არ უწერია, გაათავისუფლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. მას უწერია უფლება იმის შესახებ, რომ მხოლოდ დანიშნოს იუსტიციის საბჭოს წევრი. ამის მოწესრიგებას სჭირდება ცაკლე საკანონმდებლო ცვლილება და ამასთან დაკავშირებით, როგორც ვიცი, „დემოკრატიის ინდექსმა“ უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ოფიციალურად მიმართა. შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძე პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრია. დოლიძე საბჭოს წევრად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით 2018 წელს დაინიშნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა