„სიკვდილი ამერიკას!“ - ამ შეძახილებით ათასობით ირანელმა აშშ-ს ყოფილ საელჩოსთან აქცია გამართა

ათასობით ირანელმა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ საელჩოსთან აქცია გამართა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, როგორ სკანდირებენ პროტესტანტები „სიკვდილი ამერიკას“.

გუშინ, ირანის უმაღლესმა ლიდერმა აითოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს არ განაახლებს, რადგან, „შეერთებული შტატები ათეულობით წელია არ შეცვლილა და ის აგრესიას, მანკიერი ქმედებებისა და საერთაშორისო დიქტატურის განხორციელებას აგრძელებს“.

შეგახსენებთ, 1979 წელს, აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი შაჰის დაცემის შემდეგ, ისლამისტი რადიკალი სტუდენტები საელჩოს შენობაში შეიჭრნენ და 52 ამერიკელი მძევლად აიყვანეს. ისინი ტყვეობაში 444 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მას შემდეგ, ორმა ქვეყანამ ურთიერთობების ნორმალიზება ვერ მოახერხა.

იხილეთ ვიდეო: ათასობით ირანელმა აშშ-ის ყოფილ საელჩოსთან აქცია გამართა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო