გასტრონომიული ჩემპიონატის  Bocuse d’Or ეროვნული შესარჩევი კონკურსი გაიმართა

პირველად საქართველოში, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატის Bocuse d’Or ეროვნული შესარჩევი კონკურსი გაიმართა. ამის შესახებ „ინტეპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

კონკურსი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

„Bocuse d’Or ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან საქართველოს აქვს კარგი პოტენციალი სათანადო ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოში გასტრონომიულ და კულინარიულ სექტორში. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით, Bocuse d’Or-ის შესარჩევი კონკურსი საქართველოში პირველად ტარდება. გამარჯვებული შეფ-მზარეული ტალინში, ნახევარფინალის მონაწილე იქნება. მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამინისტრო ყოველთვის მზადა არის მხარი დაუჭიროს მსგავსი ტიპის პროექტებს”, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

მათივე ინფორმაციით, Bocuse d’Or Georgia-ს ფარგლებში, 100 ქართველი მონაწილიდან 8 შეირჩა, რომელთა კერძებიც ქართველი და უცხოელი შეფმზარეულებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურის წევრებმა შეაფასეს.

„ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებული ერიკ სარქისიანი გახდა, რომელიც ტალინში, საქართველოს სახელით, კონკურსის ევროპის ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ კონკურსში წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში კი, 2021 წელს, საქართველო საფრანგეთში, ქ. ლიონში, Bocuse d’Or -ის საერთაშორისო ფინალზე წარსდგება, სადაც 24 ქვეყნის ფინალისტები უმაღლესი ჯილდოს - „ოქროს ბოკუზი“ მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

„Bocuse d’Or Georgia-ს მთავარი სპონსორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კონკურსის ორგანიზატორი - ბიზნეს-საკონსულტაციო სააგენტო „გასტრონავტი“, პროექტის წარმდგენი - საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, მხარდამჭერი - საქართველოს კულინარიის ფედერაცია“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში კულინარიული კონკურსი Bocuse d’Or ჩატარდა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს