მოსამართლეობის კანდიდატი გიგა ბოკერიას - თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ, ადამიანს აურიოთ გზა-კვალი, ამის ნიჭი უდაოდ გაქვთ

თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ რომ ადამიანს აურიოთ გზა-კვალი, ამის ნიჭი უდაოდ გაქვთ, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ნინო ქადაგიძემ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატს გიგა ბოკერიას, რომელმაც მის მიერ მიღებული 2014 წლის გადაწყვეტილება შეახსენა.

ბოკერიას განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატმა, რომელიც 2014 წელს საქმეს განიხილავდა, უწყებათაშორისი კომისიის სხდომის აუდიოჩანაწერის გაცემაზე უარი განაცხადა და ამით მოსარჩელის პრეტენზია არ დააკმაყოფილა.

„აქ, პარლამენტში, ამ სხდომაზე, რა აუდიოჩანაწერიც კეთდება ეს არის საჯარო ინფორმაცია თუ არა? უწყებათაშორისი კომისიის სხდომა იყო საჯარო საკითხებზე და იქ არ იყო გასაიდუმლოებული არაფერი. იყო უბრალოდ ხუშტური იმ უწყების მინისტრის, რომელიც ცნობილია ასეთი დამოუკიდებულებით, რომ არ მიეცა და თქვენ როგორც მოსამართლემ ამ ხუშტურზე კვერი დაუკარით. ვერც მეუბენებით ამით რა სიკეთე დაიცავით, რომელმაც გადაწონა საჯარო ინტერესი, რომ ეს ინფორმაცია მიეღო ხალხს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ მაშინდელ გადაწყვეტილებას აუდიჩანაწერის გაცემასთან დაკავშირებით, საფუძვლად ედო იუსტიციის მინისტრის ბრძანებულება. მისივე ინფორმაციით, ჩანაწერის გაკეთებას შესაბამისი კრიტერიუმები აქვს და ეს მოცემულ შემთხვევაში, იყო დარღვეული.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს