მოძრაობის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ინფორმაციით, მათი კვლევით, ივლისის მეორე ნახევრიდან დღემდე, აზარტული თამაშების გამო სუიციდის 17 ფაქტი მოხდა

სამოქალაქო მოძრაობის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” ჩატარებული კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის ივლისის მეორე ნახევრიდან დღემდე, აზარტული თამაშების გამო სუიციდის 17 ფაქტი დაფიქსირდა.

ამის შესახებ ორგანიზაციის დამფუძნებელმა თამარ ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მსხვერპლთაგან ყველაზე უმცროსი 14 წლის იყო, უფროსი კი 31-ის.

„შსს-ს მონაცემებით, 2019 წელს სულ სუიციდის 239 ფაქტი განხორციელდა, მაგრამ შსს-ს არ აქვს ფილტრაცია, რის საფუძველზე მოხდა ეს ფაქტები. ჩვენი კვლევებით, რეგიონებიდან შემოსული ზარების მიხედვით, ივლისის მეორე ნახევრიდან დღემდე 17 ფაქტი მოხდა სუიციდის, აზარტული თამაშების გამო. ასევე ჩვენ არ გამოვყოფთ არასდროს ცალკე მომგებიან თამაშებს და ინტერნეტთამაშ „ლურჯს ვეშაპს”. ყველაზე უმცროსი იყო 14 წლის, ყველაზე უფროსი 31 წლის”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძის ინფორმაციით, გლდანის ციხეში 856 ლუდომანი იხდის სასჯელს, რომელთაც სხვადასხვა სახის დანაშაული - ძარცვა, ქურდობა და ყაჩაღობა ჩაიდინეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს