რომან გოცირიძე - შალვა თადუმაძის კურსელები ვერ ვიპოვეთ და ლექტორები გამოგვეხმაურეთ - მთაწმინდის რესტორანში ვეპატიჟები, იქნება უმაღლესი სუფრა

შალვა თადუმაძის კურსელები ვერ ვიპოვეთ და ლექტორები გამოგვეხმაურეთ. მთაწმინდის რესტორანში ვეპატიჟები, იქნება უმაღლესი სუფრა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ნინო ქადაგიძის მოსმენა მიმდინარეობს. გოცირიძემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კითხვების დასასმელად მისთვის გამოყოფილი დრო ამოიწურა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა მოსამართლეობის კანდიდატს ჰკითხა, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ ქართული სუფრა უფრო დიდი მონაპოვარია, ვიდრე კოსმოსური ხომალდი ან ინტერნეტი. ამასთან, მან კანდიდატს შეახსენა, რომ თუკი არ ეთანხმება ის ამას ინანებს, რადგან ეს მოსაზრება ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ამის შემდეგ ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა და მიუთითა, რომ ის ჯერ შალვა თადუმაძეს ეპატიჟებოდა რესტორანში და ახლა ამ განცხადებას აკეთებს. ოხანაშვილის თქმით, ჩანს, რომ რომან გოცირიძე ქართულ სუფრას პატივს არ სცემს.

„ბატონმა ანრიმ დაიცვა შალვა თადუმაძე, მისაყვედურა, რომ სუფრას პატივს არ ვცემ და უდიერად მოვიხსენიე სახინკლე. მეგობრებო, ვერ ვიპოვე თადუმაძის ვერც ერთი კურსელი. ამიტომ ახლა მივმართავ თადუმაძის ლექტორებს. თუ ერთი ლექტორი მაინც გამოჩნდება, ვინც მას ასწავლიდა, მთაწმინდის რესტორანში ვეპატიჟები. კურსელები ვერ მოვძებნეთ, ლექტორები გამოგვეხმაურეთ,"- განაცხადა გოცირიძემ.

თავის მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარემ მას თავშეკავებისკენ მოუწოდა.

„რა გჭირთ, როგორ იქცევით? აქამდე კონსტრუქციულად იქცეოდით და ახლა რა დაგემართათ? ოხუნჯობის ხასიათზე რამ დაგაყენათ?" - მიმართა ოხანაშვილმა გოცირიძეს.

იხილეთ ვიდეო

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა