„ნენსკრა ჰესის“ პროექტი ახალგაზრდებს სტაჟირების გავლას შესთავაზებს

„ნენსკრა ჰესის“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერისა და ნაკრას ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, პროფესიული განვითარებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას შესთავაზებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სს „ნენსკრა ჰიდროდან“ აცნობეს, სტაჟირების პროგრამა კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობისა და „თემის საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში ნოემბერში დაიწყება.

მათივე ინფორმაციით, დაინტერესებულ ახალგაზრდებს კონკურსის გავლის შემდეგ სტაჟირება ჩაუტარდებათ საპროექტო კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტში, კერძოდ, სოციალური საკითხების, გარემოსდაცვითი, შრომის უსაფრთხოების, ადამიანური რესურსების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ტექნიკური მიმართულებით.

„ადგილობრივი მოსახლეობისთვის შრომის ბაზარზე მეტი შესაძლებლობის შექმნა ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მიმართულებით 2017 წლიდან ვმუშაობთ, კერძოდ, ვთავაზობთ ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობას ინგლისურისა და კომპიუტერის კურსებს, ვახორციელებთ მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების პროგრამას. უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ პროფესიულ ტრენინგს დავამატებთ. სტაჟირების პროგრამა, ერთის მხრივ, საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, შეიძინონ საერთაშორისო პროექტზე მუშაობის გამოცდილება, რაც მომავალში მათ კარიერულ განვითარებას შეუწყობს ხელს, ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველჰყოფს მათ ჩართულობას კომპანიის საქმიანობაში, რაც უფრო გააღრმავებს დიალოგს ნენსკრა ჰესის პროექტსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის“, - განაცხადა სს „ნენსკრა ჰიდროს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი ირინა პეტრიაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა