ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ახალგორში ჭაში ჩავარდნის შედეგად დაშავებულ ქალზე - თამარ გიგაურის ტრანსპორტირებაზე გუშინვე გვქონდა კომუნიკაცია ყველა არხით

გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს მოვუწოდებ, იხელმძღვანელონ ჰუმანიტარული პრინციპით და ამ ქალბატონის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან,- ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ახალგორში დაშავებული ქალის საკითხზე საუბრისას გააკეთა, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება არ ეძლევა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, სახელმწიფო მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს დაშავებულის ინტერესების დასაცავად და კონტროლირებად ტერიტორიაზე მის სამკურნალოდ გადმოსაყვანად.

„თამარ გიგაურის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ჩვენ გუშინვე გვქონდა კომუნიკაცია ყველა არხით - რამდენჯერმე იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, გუშინვე დავუკავშირდით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ჩართულნი არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები. ჩვენი ძალისხმევა ახლაც, მიმდინარე რეჟიმშიც გრძელდება, მათ შორის, ცხელი ხაზის გააქტიურებით. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ საკითხს შეფერხება არ ექნება და დადებითად გადაწყდება, რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და აბსოლუტურად ფუნდამენტურ უფლებებს ეხება, რომელთა დაცვისაგან თავისუფალი არავინ არ არის. გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს მოვუწოდებ, ესენი იქნებიან დე ფაქტო წარმომადგენლები, თუ წარმომადგენლები რუსეთის მხრიდან, რომ ასეთი საკითხების დროს და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, იხელმძღვანელონ ჰუმანიტარული პრინციპით და ამ ქალბატონის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ ახალგორში შვიდი მეტრის სიღრმის ჭაში 60 წლამდე ასაკის ქალი ჩავარდა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. მისი ახლობლები დაშავებულის თბილისში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები პაციენტის ცხინვალის საავადმყოფოში გადაყვანას გეგმავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა