ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე ჯარიმები იცვლება, სიმთვრალეზე მეორედ დაჯარიმებისას კი ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის

ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე ჯარიმები იცვლება, სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმების შემთხვევაში კი მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის.

შსს-ს მომზადებული აქვს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც სიმთვრალეზე ჯარიმების დიფერენცირება პრომლების, ანუ სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის შესაბამისად მოხდება.

უფრო კონკრეტულად, როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ განუცხადა, დიფერენცირებული ჯარიმები ორ ეტაპიანია - რაც უფრო ნაკლები იქნება სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, ჯარიმაც ნაკლები იქნება.

საერთო ჯამში კი შსს გეგმავს, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე სანქციები გაამკაცროს, მათ შორის გამკაცრდება აღნიშნული სამართალდარღვევის გამო მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაწილიც.

გარდა ამ ცვლილებისა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს მინისტრის მოადგილემ განუცხადა, ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე სანქციის სახით შემოდის ადმინისტრაციული პატიმრობაც. კერძოდ, თუ მძღოლი სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმდება, მას მართვის მოწმობის ჩამორთმევის გარდა სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაც შეიძლება შეეფარდოს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო