დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ვერ გეტყვით, თავისუფლების რა საზომი აქვს მეუფე პეტრეს

ვერ გეტყვით, თავისუფლების რა საზომი აქვს მეუფე პეტრეს, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს მეუფე პეტრეს განცხადების შეფასებისას განუცხადა, სადაც მეუფე პეტრე ამბობს, რომ ის ყველა იმ გადაწყვეტილებას დაემორჩილება, რომელიც მას თავისუფალ სივრცეს მისცემს.

როგორც დეკანოზი ანდრია ამბობს, სინოდმა უნდა იმსჯელოს მეუფე პეტრეს ბოლოდროინდელ განცხადებებზე, მათ შორის იმაზეც, თუ რა სასჯელი შეიძლება დაეკისროს მას, თუ არ დაემორჩილება პატრიარქის და სინოდის გადაწყვეტილებას.

„ამაზე თითქმის ყველა ეპისკოპოსმა გასცა პასუხი. ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი, რომ ასეთი საკითხები არის სინოდის მსჯელობის თემა, ამიტომ ვერავინ ცალ-ცალკე ვერ იტყვის, რა იქნება. საერთო მსჯელობის შედეგად შეიძლება გაკეთდეს დასკვნები", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო