ესტონეთი რუსეთს საბჭოთა ოკუპაციისთვის 1,2 მილიარდი ევროს გადახდას სთხოვს

ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს თქმით, რუსეთმა ტალინს საბჭოთა ოკუპაციისთვის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ესტონეთის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, მოსკოვმა ტალინს დაახლოებით 1,2 მილიარდი ევრო უნდა გადაუხადოს.

„კითხვაზე, უნდა განვიხილოთ თუ არა წარსულში ჩადენილი უსამართლობა და წარსულში მიღებული ზიანი, ჩემი პასუხი იქნება- დიახ“,-განაცხადა მინისტრმა. მან ასევე აღნიშნა, რომ სტრატეგიული გაგებით, ესტონურ-რუსული ურთიერთობების მომავალი მხოლოდ ოკუპაციის აღიარება შეიძლება იყოს.

შეგახსენებთ, 2015 წლის დეკემბერში, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის იუსტიციის სამინისტროებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთს ოკუპაციით გამოწვეული ზარალის კომპენსაციას სთხოვენ.

იხილეთ ვიდეო: ესტონეთი რუსეთს საბჭოთა ოკუპაციისთვის 1,2 მილიარდი ევროს გადახდას სთხოვს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა