საკონსტიტუციო სასამართლო დაგროვებითი საპენსიო სისტემის სავალდებულოობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით იმსჯელებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაგროვებითი საპენსიო სქემაში დასაქმებულთა ჩართვისა და დამსაქმებელთა შენატანის სავალდებულოობის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია საპენსიო სქემაში დასაქმებულთა სავალდებულოდ ჩართვისა და მათ სასარგებლოდ დამსაქმებლის შენატანების დავალდებულების კონსტიტუციურობის შემოწმების მოთხოვნა საკუთრების უფლებასთან მიმართებით.

„თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო და შესაბამისად, თანასწორობის უფლებასთან მიმართებით კონსტიტუციურობის შემოწმების საფუძვლები ვერ დაინახა, სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო სქემის მონაწილეთა სასარგებლოდ შენატანების განხორციელების მარეგულირებელ ნორმების ნაწილში.

სასამართლომ ასევე, არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. თუმცა, განჩინებას თან ერთვის მოსამართლე, ირინე იმერლიშვილის, განსხვავებული აზრი, რომელიც თვლის რომ სასამართლოს საპენსიო სქემაში დამსაქმებლის მიერ შენატანის განხორციელება გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეეჩერებინა.

მოსამართლე, ირინე იმერლიშვილი, არ დაეთანხმება კოლეგიის შემადგენლობას და მიიჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დამსაქმებლების შემთხვევაში სადავო ნორმების მოქმედება უნდა შეეჩერებინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ედუარდ მარიკაშვილის და GDI-ს (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას) კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, არსებითად განსახილველად 2019 წლის 24 ოქტომბერს №2/13/1384 საოქმო განჩინებით მიიღო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა