ეკა ბესელია მეუფე იაკობის განცხადებების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე - არ ვარ მომხრე, საზოგადოება გადავრიოთ, მაგრამ არც იმის მომხრე ვარ, თუ რამე გასარკვევია, მივაფუჩეჩოთ

მე არ ვარ მომხრე, რომ ამ თემებზე გავხსნათ ახალი ცეცხლი და გადავრიოთ საზოგადოება, მაგრამ არც იმის მომხრე ვარ, რაღაცები თუ გასარკვევია, მივაფუჩეჩოთ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მეუფე იაკობის განცხადებებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნის კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც ეკა ბესელია აღნიშნავს, კითხვები ამ თემის ირგვლივ ღია დარჩა, თუმცა საგამოძიები კომისიის შექმნა შესაძლოა, რელევანტური არ იყოს.

„მეუფე იაკობმა ფორმის გამო ითხოვა შენდობა და არა შინაარსის გამო. ეს იმას ნიშნავს, რომ შინაარსი დარჩა კითხვებით და არ დახურულა ეს თემა. არ მოგვისმენია შინაარსთან დაკავშირებით უარყოფა და არც საპატრიარქოს განცხადება ამ თემაზე. მე ძალიან ფრთხილად ვუყურებ ამ პროცესს. ასე პირდაპირ საგამოძიებო კომისია შევქმნათ ამის თაობაზე- მე მგონია, რომ ესეც დასაფიქრებელია. ყველაფერზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ცოტა რთულად წარმომიდგენია და ამ თემაზე გასააზრებელი იქნება, რა შეიძლება მივიღოთ ამ ყველაფრით. კონსულტაციები იქნება საჭირო, ამ განცხადების ავტორთანაც სასაუბრო იქნება. ამიტომ ყველაზე გონივრული იქნებოდა არა ირონიული და საქილიკო, შეურაცხმყოფელი პასუხები, არამედ უფრო სერიოზული მიდგომა და იმის თქმა, რომ ყველამ, ვისაც შეიძლება შეეხოს ეს განცხადება, თავის პოზიცია უთხრას საზოგადოებას და განვსაჯოთ მერე, ეს დამაჯერებელი არის თუ არა.

მე არც იმ განცხადებას ვაყენებ ეჭვქვეშ, რაც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ არასდროს წასულა პატრიარქის წინააღმდეგ და ვერც იმას ვიტყვი, რომ მეუფე იაკობი გამოვიდა და ღიად, კამერების წინ ფორმაზე საუბრობდა და არა შინაარსზე. ამასაც არ ვუშვებ. ამიტომ დარჩა ღია კითხვები. გამოძიების დაწყებას ვუჭერდი მხარს, ზოგადად ამ ფაქტების შესწავლა რომ მომხარიყო. ასეთი რამეც აქვს პროკურტურას - გამოძიების დაწყებამდე ამოწმებს ხოლმე განცხადებების ნამდვილობას. ამას მაინც არ იმსახურებდა, ამ მინიმალურ სტანდარტს? ისე მოხდა, რომ მცდელობა არის - მოდით მივაფუჩეჩოთ და მივაწყანროთ. მე არ ვარ მომხრე, რომ ამ თემებზე გავხსნათ ახალი ცეცხლი და გადავრიოთ საზოგადოება. პირიქით, მგონია უნდა გავუფრთილდეთ ჩვენი საზოგადოების რელიგიურ გრძნობებს, მაგრამ არც იმის მომხრე ვარ, რაღაცები თუ გასარკვევია, მივაფუჩეჩოთ. ფორმა უნდა მოვუფიქროთ სწორი, რომ საჯარო ინტერესსაც გავუფრთხილდეთ და ჭეშმარიტება სადაც არის, არ გადავაბიჯოთ,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო