ქართველმა ფერმერებმა „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საფრანგეთის მეცხოველეობის საერთაშორისო დონის გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა

ქართველმა ფერმერებმა საფრანგეთში გამართულ მეცხოველეობის საერთაშორისო დონის გამოფენაში - Sommet De L’avage-ში მიიღეს მონაწილეობა. გამოფენაში მათი ჩართულობა „საქართველოს ბანკმა“ უზრუნველყო.

კომპანიის განმარტებით, მათთვის მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყონ ფერმერებს, ჰქონდეთ ახალი კავშირებისა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარების, რძისა და ხორცის სექტორებში არსებული თანამედროვე და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.

„საქართველოს ბანკის მიზანია მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესს, მეცხოველეობის მიმართულების შემდგომ განვითარებაში, სტანდარტების დანერგვასა და ხარისხის ზრდაში. ისეთ საერთაშორისო დონის გამოფენაში მონაწილეობის მიღება როგორიცაა Sommet DE L’avage ქართველ ფერმერებს აძლევს ძალიან კარგ შესაძლებლობას, მიიღონ საჭირო ინფორმაცია თუ როგორ გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები და როგორ გაზარდონ პროდუქტიულობა, არამხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს არამხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც“, - აღნიშნეს "საქართველოს ბანკში".

ერთ-ერთი ფერმერი, ზურაბ მასურაშვილი, რომელმაც საფრანგეთში გამართულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო, განმარტავს, რომ მისთვის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ერთგვარი სტიმულია, აქტიურად ჩაერთოს რძის პროდუქტების ბაზარზე შექმნილ მაღალ კონკურენციაში, რადგან ახალი ტექნოლოგიების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება ეძლევა.

„ასეთი მასშტაბური ღონისძიება ყოველთვის გამოიტანს შედეგს. გამოფენაზე გავიცანი კოლეგები, ვნახე სხვა ფერმების მიერ წარმოდგენილი პირუტყვი. საერთაშორისო ბრენდების მიერ წარმოდგენილი და წარმოებული პროდუქცია. გამოფენიდან მიღებული გამოცდილება დამეხმარება, კიდევ უფრო განვავითარო მეცხოველეობა და ვაწარმოო მაღალი ხარისხის პროდუქტი“, - განმარტა ფერმერმა.

Sommet DE L’avage მეცხოველეობის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად, სულ უფრო პოპულარული ხდება. წელს, მასში მონაწილეობა მიიღო 85-ზე მეტი ქვეყნიდან ჩასულმა 95 000-მა ვიზიტორმა. გამოფენის ფარგლებში განხორციელდა 35 ვიზიტი ფერმაში და აგრო ინდუსტრიულ ობიექტებში, გაიმართა 40-ზე მეტი კონფერენცია. გამოფენაზე 35 ქვეყნიდან 1500-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი, მათ შორის, 300 მსხვილი საერთაშორისო კომპანია.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო