სერგი კაპანაძე უმრავლესობას - არ მიკვირს, რომ იცავთ პრეზიდენტს, მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე, ამბრაზურასავით რომ გადაეფარეთ, თქვენ უკვე თვლით, რომ არანაირი დანაშაული არ ყოფილა?

ახლა რომ ამბრაზურასავით გადაეფარეთ, ანუ თქვენ უკვე თვლით, რომ არანაირი დანაშაული არ ყოფილა? ანუ თქვენ უკვე წინასწარ ამბობთ, რომ არანაირი კორუფციული პოტენციური პრობლემაც კი არ არის?“ - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს განხორცილებული შეწყალებების საქმეზე მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

„არ მიკვირს, რომ იცავთ პრეზიდენტს და თქვენ მიერ გაყვანილ და იქ დასმულ ადამიანს ქალბატონ ზურაბიშვილს, მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე, ახლა რომ ამბრაზურასავით გადაეფარეთ ანუ თქვენ უკვე თვლით, რომ არანაირი დანაშაული არ ყოფილა? ანუ თქვენ უკვე წინასწარ ამბობთ, რომ არანაირი კორუფციული პოტენციური პრობლემაც კი არ არის? ამას ამბობთ? - იკითხა კაპანაძემ.

მისივე თქმით, კორუფციული ფაქტი თუ იკვეთება, გამოძიებული უნდა იყოს.

„წინა ხელისუფლებას ცუდი რაღაც ჰქონდაო გაკეთებული, გამოიძიეთ მერე, კიდევ რვა და ცხრა წლის შემდეგ აქეთ გვამადლით?! დადექით და გამოიძიეთ თუ რამე ისეთი მოხდა. მათ შორის, შეწყალების კუთხით, რომელშიც კორუფციული ნიშნები იკვეთებოდა. ადექით და გამოიძიეთ! აქ რა განსახილველი თემაა ეგ. და ვთქვათ, ცუდი იყო სააკაშვილი რომ შეიწყალა 1000 ადამიანი, ამის გამო, დღეს თუ იგივე ცუდი რაღაც გააკეთა ზურაბიშვილმა ეს ამბავი არ უნდა გამოიძიოთ? საერთოდ რა ლოგიკა არის ამაში?“- განაცხადა სერგი კაპანაძემ ბიუროს სხდომაზე და აქვე აღნიშნა რომ ეჭვი არ ეპარება, რომ მმართელი პარტია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას ჩააგდებს.

„შემდეგი პარლამენტი და შემდეგი მთავრობა მაინც მიიყვანს ბოლომდე თუ არის მასში კორუფციული ნიშნები. თუ არ არის კორუფციული ნიშნები, მაშინ არაფერზე არ არის საუბარი, მაგრამ თქვენი პროკურატურა ამ ამბავს ბოლომდე არ მიიყვანს. ვნახეთ უკვე როგორი პროკურორები გყავთ, როგორ ასრულებენ დავალებას უდიპლომოები. მაგრამ იმაში არიან კარგად ნავარჯიშები“, - განაცხადა სერგი „ევროპული საქართველოს“ წევრმა.

მისი თქმით, მმართველ პარტიას უნდა ესმოდეს, რომ ინიციატივის ჩაგდება პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს.

„საკითხი დადგეს დღის წესრიგში, ჩააგდეთ როგორც ბევრჯერ გაგიკეთებიათ, ოღონდ ჩაგდება უნდა გესმოდეთ, რომ ნიშნავს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას. თქვენ გინდათ, რომ გამოძვრეთ - თან პასუხისმგებლობა არ აიღოთ, ერთი მხრივ, და თან ისე, რომ პრეზიდენტმა აიღოს და ესე არ გამოვა. აქამდე ხომ აკეთებდით კრიტიკულ განცხადებებს, რომ თქვენც შეშფოთებული იყავით, რომ ახალგაზრდის მკვლელი გამოუშვეს. თქვენც შეშფოთებული იყავით, რომ ნარკორიალიზატორი, სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებული გამოუშვეს. ხო ამბობდით აქამდე ? და ეს საქმეები არ არის გამოძიებული, არ იძიებს ამას პროკურატურა. ახლა ეს შეშფოთება გადაზარდეთ კონკრეტულ პოლიტიკურ პოზიციაში და დააფიქსირეთ გინდათ, რომ ეს საკითხები იყოს გამოძიებული თუ არ გინდათ. და არა ათი წლის წინანდელი ბოდიში და „ბაიკების“ მოყოლა, რომ აი იქაც ეს ხომ ცუდი იყო. შევარდნაძის დროსაც იყო და იმის წინაც და ამით გავამართლოთ თუ რამე ცუდი მოხდება?!“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველო“ სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს განხორციელებულ შეწყალების საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. შესაბამისი დადგენილების პროექტი ბიუროს დღეს წარედგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა