ლევან დავითაშვილი - წყალტუბოს პროექტი არის ქველმოქმედების და პატრიოტიზმის უპრეცედენტო მაგალითი

წყალტუბოს პროექტი არის ქველმოქმედების და პატრიოტიზმის უპრეცედენტო მაგალითი,-ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წყალტუბოში მეწარმეებთან და ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წყალტუბოში მეწარმეებთან და ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილის ახალი ინიციატივის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„წყალტუბო ყოველთვის იყო საქართველოს სავიზიტო ბარათი. სამწუხაროდ, 30 წელზე მეტია, ჩვენ ამ კურორტის გაცოცხლება ვერ შევძელით. ბევრი წლის განმავლობაში ვცდილობდით, კერძო ინვესტიციებით წყალტუბოს განვითარება მომხდარიყო და კურორტს დაებრუნებინა თავისი სიდიადე, ის სახელი, რომელიც მას ჰქონდა, მაგრამ უშედეგოდ. სოციალური, კორპორატიული თუ, როგორც გსურთ, ისეთი პასუხისმგებლობა დავარქვათ ამას, მაგრამ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ამ კურორტის გაცოცხლება, რეგიონში ახალი შესაძლებლობების შექმნა. ეს არის დიდი ქველმოქმედების ნაწილი, მას კომერციული ინტერესი ნაკლებად აქვს. ჩვენ წლებია ბატონი ბიძინას მხრიდან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის და სხვადასხვა სექტორის განვითარების მხარდაჭერის მომსწრე ვართ. დაინტერესების შემთხვევაშიც ბიძინა ივანიშვილი მზად არის გაწეულ დანახარჯებზე უფრო ნაკლებ ფასად დაუთმოს ობიექტები ყველა პოტენციურ ინვესტორს“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს