მოსამართლე ნინო ბაქაქური ვენეციაში მართლმსაჯულების ხარისხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა

მოსამართლე ნინო ბაქაქური ვენეციის შეხვედრიდან დაბრუნდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს.

საქართველოს უზენაესი სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე და ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიაში (CEPEJ) საქართველოს წარმომადგენელი, მოსამართლე ნინო ბაქაქური 30-31 ოქტომბერს იტალიის ქალაქ ვენეციაში მართლმსაჯულების ხარისხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა.

„2018 წელს აღნიშნულმა ჯგუფმა სასამართლო სისტემაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ევროპული ეთიკის კოდექსი შეიმუშავა (European Ethical Charter on the Use of Artificial Intelligence in Judicial Systems), რომელმაც CEPEJ-ის პლენარულ სესიაზე დამტკიცების შემდეგ ფართო აღიარება მოიპოვა ევროპის მასშტაბით სასამართლოებსა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაინტერესებულ სხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში. ამჯერად სამუშაო ჯგუფმა ეთიკის კოდექსის კომენტარები და პრაქტიკაში მისი გამოყენების დეტალური მეთოდილოგიური და ოპერაციული სახელმძღვანელო მოამზადა, რომელიც წლის ბოლოს გახდება ხელმისაწვდომი სასამართლოებისათვის.

სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა ასევე სახელმძღვანელო მოსამართლეთა იზოლირების პრობლემის დაძლევისა და მათ შორის ცოდნის გაზიარების წახალისებით მოსამართლეთა გამოცდილებისა და უნარების განვითარების შესახებ”, -აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ზემოაღნიშნულთან ერთად, სამუშაო ჯგუფის ვენეციის შეხვედრის თემები იყო: ა) მოსამარათლეთა დანიშვნისა და დაწინაურების პროცესში გენდერული მრავალფეროვნების დაცვის ღონისძიებები; ბ) სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოდავე მხარეთა ცენტრალური როლის უზრუნველყოფა; და გ) მოდავე მხარეებთან ნათელი და მარტივი კომუნიკაციის, კონკრეტულად კი სასამართლო გადაწყვეტილებებისა და სასამართლოში საქმის განხილვის სტადიების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მეთოდების დახვეწა.

ცნობისთვის, CEPEJ - ის მართლმსაჯულების ხარისხის სამუშაო ჯგუფი (CEPEJ-GT-QUAL) შედგება ევროპის საბჭოს 6 ექსპერტისაგან, რომლებიც მუშაობენ მართლმსაჯულების სისტემაში ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო