გენერალური პროკურატურა გია უდესიანს ახალ ბრალდებას წარუდგენს

გენერალური პროკურატურა ბიზნესმენ გია უდესიანს ახალ ბრალდებას წარუდგენს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით უწყებაში განცხადება 18:00 საათზე გაკეთდება.

პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, რა საქმესთან დაკავშირებით წარედგინება ბრალი ქართველ ბიზნესმენს.

შეგახსნებთ, რომ გია უდესიანს ბრალი კუს ტბის წილების იძულების დათმობის საქმესთან დაკავშირებით აქვს წაყენებული. ამავე საქმეზე მასთან ერთად ბრალდებულია სასჯელაღსრულების ნომერ მერვე დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე.

უდესიანი ბოლო წლებია საქართველოში არ იმყოფება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა