გია ვოლსკი - განცხადებები კეთდება დღეში ათეულობით და არ შეიძლება ყველა საკითხზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას

ეს არის წამოწეული იმ მთავარი ბოროტების გადასაფარად, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადის ეკლესიის წინააღმდეგ. ეს არის ფაქტი და ამის გვერდის ასავლელად ისმება შეკითხვები ყოველ დღე მეუფე იაკობთან დაკავშირებით, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მეუფე იაკობის განცხადებებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას.

დეპუტატის შეფასებით, განცხადებები არ არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს ან შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში.

"ასეთი განცხადებები კეთდება დღეში ათეულობით და არ შეიძლება ყველა საკითხზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ეს სკანდალისთვის გამოსაყენებელი შეიძლება იყოს და ამას ძალიან კარგად იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“. თუმცა, იმ ფონზე, რა პროცესიც მიმდინარეობს, ისინი გამომჟღავნდნენ და თავი გამოავლინეს და არც მალავენ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ პროცესებს ხელს უწყობენ. ეს ამავე დროს არის გარკვეული ფანდი იმისათვის, რომ ძირითადი ცოდვა გადაფარონ," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა