გია ვოლსკი ივანიშვილის განცხადებებზე ოპოზიციის გამოხმაურებაზე - ხანდახან სისულელეს საზღვარი არ აქვს

ხანდახან სისულელეს საზღვარი არ აქვს, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე ოპოზიციის გამოხმაურებებს. ამასთან, დეპუტატი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასა და სარგებელზე საუბრის კონტექსტში ოპოზიციას არითმეტიკას უწუნებს.

„არსებობს ბიზნესგარემო, ურთიერთობები, რომელიც ჩვეულებრივია ყველასათვის მთელ მსოფლიოში გარდა იმისა, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც სექტა და წარმონაქმნი.

ბიძინა ივანიშვილი უფრო საინტერესო რამეს საუბრობს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთი გააფთრებული შეტევა იმ პასაჟზე, რომ ქველმოქმედებიდან გაცილებით მეტი აქვს ამოღებული. ეს არითმეტიკაც არ იციან ეტყობა. რეალურად ეს არ არის მხოლოდ ქველმოქმედება, ეს არის მისი პასუხისმგებლობა საქართველოს ისტორიის ამ გარკვეულ მონაკვეთზე და ამ პასუხისმგებლობას თავმდაბლობით, ენთუზიაზმით და სამშობლოს მიმართ პატრიოტული დამოკიდებულებით ახორციელებს ადამიანი. ნებისმიერი დისკრედიტაცია მის მიმართ რა თქმა უნდა, პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს