გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 5 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 5 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის, ტეტელაშვილის, უშანგი ჩხეიძის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების, რამაზ შენგელიას, ხევძმარის, ახმეტელის და ალეკო გობრონიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, პოლიციის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ჰუალინგის დასახლების და ლილოს დასახლების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში,10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი გულიას და გორგასლის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის II, III ქუჩების, დიდი ხეივნის, ხეივანის, ალექსანდრე დიუმას, ვერცხლის, იეთიმ გურჯის, შოთა ნიშნიანიძის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, ავლევის, დიმიტრი გულიას, ბადაგის, საბატონოს, ვლადიმერ წითლანაძის და გულუას ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ქსნის და არბოს ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ჯაფარიძის, ლევან ასათიანის, ანდრო ჭილაიას, ინტენსიფიკაციის, ტოგო გუდავას, ოთარ ჩხეიძის, პეტრე ქავთარაძის, გაბაშვილის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს