უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - ქალს და კაცს საერთო საპენსიო ასაკი უნდა ჰქონდეს, ეს დიფერენცირება არ არის სწორი

ქალს და კაცს საერთო საპენსიო ასაკი უნდა ჰქონდეს, ეს დიფერენცირება არ არის სწორი, - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ნინო ქადაგიძემ „დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელს გიორგი მშვენიერაძეს, რომელიც დაინტერესდა იმით, ეთანხმებოდა თუ არა კანდიდატი ქალისა და მამაკაცის განსხვავებულ საპენსიო ასაკს.

ნინო ქადაგიძის თქმით, დღეს ეს დიფერენცირება არ არის სწორი.

„სასამართლოში ერთი და იგივე ასაკი გვაქვს. მივიჩნევთ, რომ არ არის გამართლებული დიფერენცირება. საერთო საპენსიო ასაკი უნდა ჰქონდეს ორივე სქესს. თუმცა, გარკვეული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება მოსახლეობა ჩქარობდეს, რომ საპენსიო ასაკს მიაღწიოს, თუმცა სამართლებრივად არასწორი მიდგომაა,“ - აღნიშნა ქადაგიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა