ლაშა დარსალია - ჩვენი მთავარი ამოცანაა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმები ამოქმედდეს

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმები ამოქმედდეს, -ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ოკუპირებულ ახალგორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც 60 წლამდე ასაკის ქალი დაშავდა და საჭირო გახდა, მკურნალობის მიზნით, მისი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, საოკუპაციო რეჟიმის ქმედებების შედეგად, ადგილზე საკმაოდ მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა შექმნილი. მისივე თქმით, მოსახლეობას შეზღუდული აქვს გადაადგილების უფლება და ხშირ შემთხვევაში ამის გამო არ ეძლევა, მათ შორის, კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია და საოკუპაციო რეჟიმები ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას ახდენენ.

„ქართული მხარე ყველა საერთაშორისო ფორმატში ხაზს უსვამს ჰუმანიტარული საკითხების სტატუს ნეიტრალური მიდგომებით განხილვის აუცილებლობას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მიღწეულ იქნას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენ პარტნიორებთან, პირველი რიგში ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარეებთან, რათა გაიხსნას საოკუპაციო ხაზი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა დაკეტილია და მოსახლეობას გადაადგილების შესაძლებლობა მიეცეს“, - აღნიშნა დარსალიამ.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო