რომან გოცირიძე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესსაქმიანობაზე - თვითღირებულებით ვყიდულობ დღესვე სავაჭრო ცენტრ „გალერის“ -  6 მილიონს მოვიგებ ახლავე

თვითღირებულებით ვყიდულობ დღესვე სავაჭრო ცენტრ „გალერიის“ - 6 მილიონს მოვიგებ ახლავე,- ამის შესახებ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესსაქმიანობაზე საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი საბიუჯეტო შეღავათებით და სახელმწიფოს ხელშეწყობით აწყობილ ბიზნესს შემდეგ სარფიანად ყიდის.

"ეს არის ნაცადი სქემა. მან გაყიდა გლდანის ბიტკოინების ქარხანა, სადაც მიიღო უფასოდ მიწა, გათავისუფლდა ყველანაირი გადასახადისგან ეს საწარმო, შეღავათიან ფასში მიეწოდება ელექტროენერგია და ასეთი ხალხისა და ბიუჯეტის შეღავათით, იაფად აწყობილი ბიზნესი გაყიდა საკმაოდ სარფიანად. თუ წყალტუბოში ჩალის ფასად მიიღებს მიწას და ააშენებს, ბუნებრივია, შემდეგ მყიდველი გამოუჩნდება. „ პარაგრაფთან“ დაკავშირებითაც, მან ალბათ, საკმაოდ სარფიანად ააშენა სასტუმრო და შემდეგ გაყიდის. ახლა მე თუ მომცემთ გლდანში მიწას და გადასახადებისგან გამათავისუფლებთ, „პარაგრაფს“ კი არა, 7-ვარსკვლავიან მსოფლიოს სასტუმროებსაც კი ჩამოიტოვებს. ვერასდროს ვერც ერთი ადამიანი „პანორამას“ მიწას ვერ დაისაკუთრებდა, ვინაიდან ეს არის ბუნების განადგურება.

წყალტუბოში იქნება ძალიან მარტივი სცენარი, გამოვა ეს ქონება აუქციონზე, არავინ იყიდის და შემდეგ იქნება პროპაგანდა- ხომ ხედავთ, არავის უნდა და შემდეგ გაყიდის მას სარფიანად. ყველა ბიზნესი, რაც ბატონმა ივანიშვილმა ააშენა, არის მომგებიანი. აგერ რუსთაველზე არის „გალერია“, სავაჭრო ცენტრი. მომყიდოს მე თვითღირებულებით. ახლავე ვიყიდი და ერთ კვირაში გავყიდი, 10 მილიონს მოვიგებ და თქვენ ამბობთ, რომ თბილისის უნივერმაღი რომ ერქვა, რომელიც დაინგრა და ახლა „გალერია“ რომ აშენდა, ის წამგებიანია? მსოფლიოს ბრენდებზე რომ არის გაქირავებული? თვითღირებულებით ვყიდულობ დღესვე. შემდეგ ერთ კვირაში თვითღირებულებას წავუმატებ ცოტას და მგონი 60 მილიონი დაჯდა და 6 მილიონს მოვიგებ ახლავე,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა