ნათია თურნავა - წყალტუბოსა და აბასთუმნის აღორძინება მხოლოდ კერძო ბიზნესის ინვესტიციით ვერ მოხდებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის სოციალური ინვესტიცია და მისი საქველმოქმედო მიდგომა

წყალტუბოს და აბასთუმნის აღორძინება და საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი საკურორტო ქალაქების განვითარება, რაც წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა, მხოლოდ კერძო ბიზნესის ინვესტიციით ვერ განხორციელდებოდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილის სოციალური ინვესტიცია და მისი საქველმოქმედო მიდგომა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე საუბრისას განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოს გააჩნია უდიდესი ტურისტული განვითარების პოტენციალი, შესანიშნავი ბუნება, მდიდარი კულტურა, საკურორტო ადგილები, ტრადიციები და ამას ხშირად ვამბობთ ხოლმე.

თუმცა, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, იმისთვის, რომ ეს პოტენციალი სრულფასოვნად იქნას ათვისებული და მსოფლიოსთვის შეთავაზებული, მხოლოდ კერძო ბიზნესის ინიციატივა არ არის საკმარისი, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობს და მაღალი რისკებია.

„სწორედ ასეთ დროს ბატონ ბიძინას საქველმოქმედო ინიციატივები არის ის ბაზა, ლოკომოტივის ფუნქციის შემსრულებელი ის სოციალური ინვესტიცია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, უფრო სრულყოფილად განვავითაროთ ქვეყნის მთელი რეგიონები და კერძო ბიზნესიც ჩავაბათ ამ პროცესში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, ამის ძალიან ნათელი მაგალითია თუნდაც ის ორი უპრეცედენტო ინიციატივა, რომელიც დაკავშირებულია პირველი - აბასთუმნის არეალის განვითარებასთან და მეორე - ახლახან დაანონსებულ წყალტუბოს ფართომასშტაბიან აღორძინებასთან.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო