ბიზნესმენი ემზარ ლიპარტელიანი, რომლის მიმართაც დანაშაულის ჩადენას პროკურატურა გია უდესიანს ედავება, პირველ კომენტარს აკეთებს

ბიზნესმენი ემზარ ლიპარტელიანი, რომლის მიმართაც დანაშაულის ჩადენას ედავება გენერალური პროკურატურა გია უდესიანს, „ინტერპრესნიუსთან“ უდესიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს. დაზარალებული ბიზნესმენი ემზარ ლიპარტელიანი იხსენებს, რომ მასსა და უდესიანს შორის უთანხმოება ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო.

ბიზნესმენის თქმით, უდესიანი მას გავლენებით ემუქრებოდა და იარაღის გამოყენებით სთხოვდა ქარხანა მისთვის დაეთმო.

„ 2007 წელს პარტნიორთან ერთად ავაშენე ქარხანა და საქმიანობა დავიწყე, გავუშვი ქარხანა და ამის მერე დაიწყო უდესიანისა და მისი „სასტავის“ მხრიდან დევნა. ჩემს უშუალო პარტნიორთან, ქურასბედიანთან უფლებები ჩამომართვეს. როცა მქონდა ქარხნის გახსნა, პრეზენტაცია - რეკლამა მინდოდა გამეკეთებინა, მზად ვიყავი და ქურასბედიანს დავუძახე, რომ ოდესიდან ჩამოსულიყო. უცებ მოვიდნენ, 15 წუთში არიეს-დარიეს, ჩამოიყვანეს ის კაცი... უდესიანმა მითხრა, რომ მე ვარო და ამ კაცთან, ქურასბედიანთან შენ საქმე არ გაქვსო. ეს ჩემი ახლობელია, მოატყუე და რათ უნდოდა აქ ქარხნის აშენებაო. ამის მერე შენ ქურასბედიანთან საქმე არ გექნებაო, მაშინ, როცა უშუალოდ მასთან, ქურასბედიანთან მქონდა მორიგების ამბავი და ჩემი პარტნიორი იყო. 51 პროცენტი ჩემი და გარკვეული თანხები მას უნდა ჩაედო. ჩემს პარტნიორს ვუთხარი, რა ხდება - მეთქი, ვინ არის ეს ხალხი? აღარ დამანებეს ქურასბედიანთან საუბარი და მითხრეს, აწი ჩემთან გექნება საქმეო. წავიდა ლაპარაკი მერაბიშვილი და ამბები...აგიყვან „ვერტალიოტებით“ და გაგაფრენ, იარაღებით ყელში გარჭობილი, ამას უშუალოდ უდესიანი მეუბნებოდა. წამოხვალ თბილისში და იქ დაგელაპარაკები, როგორც საჭირო არისო, ამ დროს ცაგერში ვიყავით, სადაც ქარხანა იყო. მერე წავიდნენ თბილისში და იქიდან დაიწყეს შუღლი და დევნა. მეც სიმართლე გითხრათ, აღარ დავინტერესდი, გავუბერე ჩემებურად, შენ ვინ ხარ, არ მაინტერესებს- მეთქი და არც ერთს არ დავეკონტაქტე. მერე ოფიციალურად ვემალებოდი ამათ“,-აცხადებს ლიპარტელიანი.

მისივე თქმით, საბოლოოდ 2009 წელს მაინც შეძლეს მისი პოვნა და იძულებით ქარხნის წილები სხვაზე გადააფორმებინეს, რაც გამოძიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშიც არის ნათქვამი.

„მერე 2009 წელს, თბილისში, აფთიაქში დამიჭირეს, გადამიგრიხეს ხელები და წამომიყვანეს, გამიყვანეს ვაშლიჯვარში, მერე ქუთაისში ჩამიყვანეს. მეორე დღეს გადამაფორმებინეს, გადავუფორმე რაა...იყო იძულებები და იარაღის მუქარა, მთელი ამბები. გადამაფორმებინეს ვინმე მალხაზ ცარციძეზე, შემდეგ ცარციძისგან ერთი თვის შემდეგ, ანუ 9 ნოემრიდან 15 დეკემბერს, უკვე ისევ იმ ქურასბედიანის ძმაზე გადამაფორმებინეს. რატომ, ეს გაუგებარია.

დღეს როგორც იქნა გადაწყდა, რომ გადაეცეს სასამართლოს ეს საქმე ალბათ, დანარჩენი გაირკვევა. დაგვიანდა, რა თქმა უნდა, ბევრი რამ არ ჩანს, მაშინდელი სიტუაციები. მაინც არის იმდენი რამ, რომ გამოჩნდეს, რამდენ სიყალბეს და ძალადობას ჰქონდა ადგილი“,-აცხადებს ემზარ ლიპარტელიანი.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო