დავით ზალკალიანმა SIDA-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე  ორგანიზაციასთან საქართველოს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის გენერალურ მდივანთან კარინ იეტმინთან ორგანიზაციასთან საქართველოს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობისა და ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების მეშვეობით დემოკრატიის განმტკიცების, ეკონომიკური განვითარების და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისთვის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს,დადებითი შეფასება მიეცა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის პრეზიდენტის პიტერ ერიქსონის მიერ განხორციელებულ ვიზიტს საქართველოში, რომლის დროსაც მაღალ დონეზე იქნა განხილული CIDA-სა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის საკითხები, დადებითად შეფასდა ასევე 2014- 2020 წლების თანამშრომლობის გეგმის იმპლემენტაციის საკითხები.

აღსანიშნავია, რომ შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაცია საქართველოსთან მრავალი წელია თანამშრომლობს და მიმდინარე პერიოდში 25-მდე პროექტს ახორციელებს ბიზნესის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, მდგრადი განვითარების და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა CIDA-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრა შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში გამართა, რომელიც მიმდინარე წლის 3-6 ნოემბერს იმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო