სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე - სინოდმა თავისი თქვა - მომეცით უფლება, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება

მომეცით უფლება, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საკითხი ქვეყნის მოსახლეობისთვის სენსიტიურია.

„მამალაძის შეწყალების საკითხზე უკვე ვთქვი, რომ აქ არის ძალიან სენსიტიური საკითხი მთელ საქართველოს საზოგადოებისთვის, ყველას აქვს თავისი წარმოდგენა -უნდა შევიწყალო, თუ არ უნდა შევიწყალო. სინოდმა თავისი თქვა, მე მომეცით უფლება, რომ ჩემთვის და იმ წესებთან თანხმობაში, რაც იქნება ახლა, ამ დღეებში მიღებული, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება. არ არის მიღებული გადაწყვეტილება, როცა იქნება დამერწმუნეთ, თქვენც გეტყვით და საზოგადოებასაც მოვახსენებ“,-განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, წმინდა სინოდმა ბოლოს გამართულ სხდომაზე რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის იყო დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე პრეზიდენტთან შუამდგომლობა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ განახლებული არ არის.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო