DW - 20 წელში გერმანიაში მცხოვრები ყოველი მესამე ადამიანი მიგრანტი ან მიგრანტის შთამომავალი იქნება

20 წელში გერმანიაში მცხოვრები ყოველი მესამე ადამიანი მიგრანტი ან მიგრანტის შთამომავალი იქნება. ამის შესახებ სტატიას Deutsche Welle გერმანიის დასაქმების ფედერალური ინსტიტუტის მეცნიერ ჰერბერტ ბრუკერის კვლევაზე დაყრდნობით აქვეყნებს.

მისი თქმით, 2040 წლისთვის გერმანიის დიდი ქალაქების მოსახლოების 70% მიგრანტები იქნებიან. ამასთან, თუ დღესდღეობით უცხოელების უმეტესი ნაწილი ქალაქებში ცხოვრობს, რამდენიმე ათწლეულში ისინი სასოფლო ტიპის დასახლებებშიც დაიწყებენ ცხოვრებას. მეცნიერის აზრით, დღეს გერმანიის ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. შედეგად 2060 წლისთვის ქვეყანას ყოველწლიურად დამატებით 400 000 ადამიანით მეტი დასჭირდება, რათა შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა უზრუნველყოს.

შეგახსენებთ, რომ დღესდღებით გერმანიაში 82 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მოსახლოების 76.4%-ს გერმანელები, 9.8%-ს ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეები, 3%-ს კი თურქები შეადგენენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო