ქალი, რომელიც დონალდ ტრამპს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, პრეზიდენტს ცილისწამებისთვისაც უჩივის

ქალი, რომელიც აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა 23 წლის წინ გააუპატიურა, ამჯერად აშშ-ის პრეზიდენტს ცილისწამებისთვის უჩივის,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ჯეინ ქეროლი, რომელმაც სარჩელი ნიუ-იორკის სასამართლოში შეიტანა, აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა შელახა „მისი პატიოსნება და ღირსება“, როცა განაცხადა, რომ ბრალდებები თავდასხმის შესახებ, სიცრუე იყო.

შეგახსენებთ, რომ მწერალი ჯეინ ქეროლი დონალდ ტრამპს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ავტობიოგრაფიულ წიგნში განაცხადა, რომლის ამონარიდი ჟურნალ New York-ში გამოქვეყნდა.

ქეროლის მტკიცებით, ინციდენტი 25 წლის წინ ნიუ-იორკის უნივერმაღის გასახდელში მოხდა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ჯეინ ქეროლს არასდროს შეხვედრია და მისი ბრალდებები, სრული სიცრუე იყო.

„ჯერ ერთი, ის ჩემი ტიპის ქალი არაა, მეორე, ეს არასდროს მომხდარა და მესამე, ეს არასდროს მომხდარა,“- განაცხადა დოლანდ ტრამპმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო